გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული პსჟ სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის რეალის პორტუგალიელი მცველით, კეპლერ პეპეთი. ამის ინიციატორი კი თავად კლუბის თავკაცი კარლო ანჩელოტია. ანჩელოტის აზრით, პეპე შესანიშნავად მოერგება ფრანგულ კლუბს.
თუ ფეხბურთელი საფრანგეთში გადაბარგებას ისურვებს, მაშინ კიდევ ჩნდება ერთი ფინანსური პრობლემა. კერძოდ, ფრანგები პორტუგალიელში 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, მაგრამ "ლოს ბლანკოსი" პეპეს 30 მილიონ ევროდ აფასებს და ვნახოთ რამდენად მორიგდებიან მხარეები ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პეპეს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2016 წლამდე აქვს გაფორმებული
|