პსჟ–ს პრეზიდენტის ნასერ ალ–ხელაიფის განცხადებით, მომავალ ზაფხულს მისი გუნდი ერთ სუპერ–ფორვარდს დაიმატებს. კანდიდატებს შორის არიან გონსალო იგუაინი, ლუის სუარესი და ფერნანდო ტორესი.
როგორც ცნობილია, კარლო ანჩელოტიმ მოსვლისთანავე წაუყენა ულტიმატუმი კლუბის ხელმძღვანელობას მაღალი დონის ფორვარდის შეძენის სახით. "პარიზელები" მთელი იანვრის მანძილზე ცდილობდნენ კარლოს ტევესისა და ალეშანდრო პატოს დაყოლიებას, თუმცა ვერაფერს გახდნენ. ახლა კი ფრანგების სატრანსფერო სია უფრო ხმაურიანი და შთამბეჭდავია.
"იგუაინი, სუარესი და ტორესი ჩვენი სატრანსფერო სამიზნეებია მომავალ ზაფხულს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ ერთ–ერთი მათგანის გადმობირება. ჩვენ შევცვალეთ სტრატეგია სატრანსფერო ბაზარზე და აწი ხმაურიანი შენაძენების მოლოდინში ვიქნებით."
"არ ვაპირებთ ფულის უაზროდ გადაყრას და მხოლოდ საჭირო ფეხბურთელებს დავიმატებთ. ჩვენ აგრეთვე დიდ დროს ვუთმობთ ბავშვთა აკადემიას, სადაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ირჯება. იმედი მაქვს, რომ მომავალში პსჟ–საც ეყოლება თავის ლეონელ მესი."–განაცხადა "პარიზელთა" პრეზიდენტმა La Gazzetto dello Sport–თან საუბარში.
|