გერმანული "კიოლნის” თავდამსხმელმა – ლუკაშ პოდოლსკიმ განაცხადა, რომ ლონდონის "არსენალთან” არაფერზე შეთანხმებულა, თუმცა, ინგლისში გადაბარგებას მაინც არ გამორიცხავს. "პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. თუკი რამე შეიცვლება, აუცილებლად შეგატყობინებთ”, - განუცხადა 26 წლის ფორვარდმა Liga Total-ს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, მსოფლიოს არაერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ დაუკავშირა პოდოლსკის სახელი არსენ ვენგერის გუნდს. მეტიც, საუბარი იყო იმ სავარაუდო თანხის ოდენობაზეც, რომელსაც "კიოლნი” ტრანსფერის შემთხვევაში მიიღებდა.