ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების შესახებ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ Canal+-თან ისაუბრა. მისი აზრით, ტურნირის საუკეთესო ფინალი "ბარსას” და "რეალის” დაპირისპირება იქნებოდა. "არ ვიცი, ვინ გავა ფინალში, მაგრამ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, მინდა, იქ "ბარსას” და "რეალის” დაპირისპირება ვიხილო. ეს იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფინალი. ვნახოთ, რა მოხდება. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ვფიქრობ, ორივეს აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლოს”, - განაცხადა პლატინიმ.
|