ლა ლიგის სამსაჯო კომიტეტი ”ბარსელონას” ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკეს დასჯას ითხოვს ”სპორტინგთან” დასრულებული შეხვედრის შედმეგ გაკეთებული კომენტარის გამო.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში პიკემ წითელი ბარათი მიიღო. პიკე ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ მსაჯი მის გასაძევებლად მიზეზს ეძებდა.
სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტმა, ვიქტორიანო არმინიომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთელის დასჯა მოსთხოვა ასეთი კომენტარისთვის. ”პიკეს კომენტარი წარუმატებელია. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს. ფეხბურთში ერთმანეთს ყველამ პატივი უნდა სცეს. ასეთი კომენატარები მსაჯების რეპუტაციაზე ცუდ გავლენას ახდენენ და ჩვენ ბოლომდე მოვითხოვთ მის დასჯას” - განაცხადა არმინიომ.