"ბარსელონას" მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ისაუბრა "ბილბაოს" ხელმძღვანელ მარჩელო ბიელსაზე.
"მე ვეცდები, რომ ვისწავლო მარჩელო ბიელსასაგან. ბილბაო ევროპა ლიგაზე სენსაციურად ასპარეზობს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიელსას დამსახურებაა."
"ატლეტიკის თამაშებში მე ვხედავ დიდ ენთუზიაზმსა და მონდომებას, მსურს, რომ იგივე ჩემი კლუბის თამაშშიც იგრძნობოდეს."
"მე მიხარია, რომ ჩვენ კოპა დელ რეის ფინალში ერთმანეთს დავუპირისპირდებით, რადგანაც მისგან ბევრი რამის სწავლას მოვახერხებ." - განაცხადა ხოსეპ გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ეს 2 გუნდი ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.
|