კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა, რომელმაც გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაინც უკმაყოფილოა და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ სხვაგან წავიდეს. როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ესპანელი თავდამსხმელის კონტრაქტი "ბარსასთან" 2016 წლამდე გრძელდება, თუმცა ესპანური პრესის თქმით იგი უკმაყოფილოა ისააკ კუენკას და კრისტიან ტელიოს ძირითად შემადგენლობაში ხშირ–ხშირი დაყენებით და სწორედ ესაა მისი წასვლის მიზეზი.
ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ შესაძლოა როდრიგესი ინგლისის "პრემიერ ლიგაში" ვიხილოთ. მისით უკვე არის რამდენიმე გრანდი დაინტერესებული და თავად ფეხბურთელისთვისაც ისეთ ჩემპიონატში გამოსვლა, როგორიც "პრემიერ ლიგა" გახლავთ უდიდესი გამოწვევა იქნება.
პედროსთვის ეს სეზონი მაინც და მაინც კარგად ვერ დაიწყო. მას ხშირად აწუხებს ტრავმა და მისი ყოველთვის არ თამაშის მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა. რაც შეეხებათ კუენკას და ტელიოს, როცა გუნდს აკლია დავიდ ვილა, რა თქმა უნდა ცუდი არ არის, როდესაც ახალგაზრდებს იხმარიებ და მათაც უფრო ეხმარები კლასის ამაღლებაში.