"მილანი" იტყობინება, რომ ალეშანდრე პატო, რომელიც ამ დღეებში "მილანელოზე" სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა, ორშაბათს გაემგზავრება ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში. მასთან ერთად იქნებიან ჟან პიერ მერსემანი და ბრუნო დომინიჩი. პატო სამედიცინო შემოწმებას გაივლის პროფესორ ფრედერიკ კარიკთან, რომელიც მარიეტას უნივერსიტეტში მოღვაწეობს.
|