ლონდონის ყველა სასტუმრო გაივსო, რაც უკავშირდება მატჩს ლიგის 1/8 ფინალში. სადაც ერთმანეთს სტემფორდ ბრიჯზე "ჩელის" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან ამ მატჩზე დასასწრებად "ნაპოლის" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა. ზოგიერთმა მათგანმა ღამე სალაროებთან გაათნა, რადგან მეორე დღეს ბილეთის ყიდვის საშულება ჰქონოდა. როდესაც სალაროები გაიხსნა იქ შეკრებილი იყო ათასობით ადამიანი.
ბილიეთების გაყიდვა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. და სულ რაღაც ნახევარ საათში მატჩის უკლებლივ ყველა ბილეთი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ბილეთი ძალიან ბევრმა იტალიელმა იყიდა. მაგრამ ათიათასობით ნეაპოლიტანელი და ინგლისელი გულშემატკივრები ბილეთის გარეშე დარჩნენ. ეს ხდება ძალიან იშვიათად, როდესაც ნახევარ საათში თამაშშზე დასასწრები ყველა ბილეთი იყიდება. ასე რომ ინგლისში მატჩზე ძალიან ბევრი ნეაპოლიტანელი იქნება რაც რათქმაუნდა ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად დაეხმარებათ.
როგორც იცით ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი იტალიაში "ნაპოლის" გამარჯვებით 3–1 დასრულდა.
|