ბეტისი"-"რეალი" 2:3: მეორე ტაიმში ერთი საინტერესო ცვლილება მოხდა, შეხვედრის არბიტრი იტურალდე გონსალესი გორკა ოსკოსმა შეცვალა. ბასკი მსაჯის დებიუტს პრიმერაში "მარკამ" საშინელება უწოდა - ბოლო წუთზე მან ვერ შენიშნა, როგორ ითამაშა ხელით სერხიო რამოსმა და არ დანიშნა პენალტი "რეალის" კარში.
"ესპანიოლი"-"რაიო ვალეკანო" 5:1: განელი პოლ კუაიე "ესპანიოლის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებში მეორე ადგილზეა.
აფრიკელმა 87-ე წუთზე მატჩის გმირი კალუ უჩე შეცვალა. ის 16 წლისა და 177 დღის იყო. ამაზე ახალგაზრდა დებიუტანტი "ესპანიოლს" მხოლოდ ერთხელ ჰყავდა 1965 წელს ბრანკო კუბალამ (ლადისლაო კუბალას შვილი) 16 წლის და 88 დღის ასაკში ითამაშა.
"რასინგი"-"ბარსელონა" 0:2: შაბათს "რასინგმა" სეზონში მესამე თავკაცი წარადგინა ალვარო სერვერა. 46 წლის სერვერა ეკვატორული გვინეიდან არის წარმოშობით, თუმცა ფეხბურთელობისასაც ესპანეთის მოქალაქე იყო. სხვათა შორის, "ფურია როხაში" 90-იანი წლების დასაწყისში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
|