აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვილიარეალს, რომელიც მე-17 ადგილზე იმყოფება უკანასკნელი 3 შეხვედრა ჰქონდა წაგებული ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან სარაგოსა, ხეტაფე და ლევანტე, თუმცა ამ გუნდმა არაფერი არ დაუთმო ლა ლიგის ლიდერს და შინ 3 ქულის გარეშე გაუშვა.
შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე და პრესკონფერენციის დარბაზის ნაცვლად პირდაპირ ავტობუსთან მივიდა.
ეს პროტესტი კი იმით იყო გამოწვეული, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა შეხვედრის განმავლობაში მოედნიდან გააძევა თავად რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ასევე გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელი რუი ფარია, ნახევარმცველი მესუთ ოზილი და მცველი სერხიო რამოსი.
შეგახსენებთ, რომ მსგავს ხერხს რამდენიმე ტურის წინ ტურინის იუვენტუსის მთავრმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიმართა.
|