მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აპირებს ხელი მოაწეროს ახალ კონტრაქტს მაშინვე, როცა კლუბი შესთავაზებს - იუწყება Daily Mail.
„მე ვაპირებ ხელი მოვაწერო რეალთან ახალ კონტრაქტს. მინდა, რომ ამ კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩავწერო", - ციტირებს პორტუგალიელ სპეციალისტს ბრიტანული გამოცემა.
„რეალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია და აქ ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები სრულად მიჭერენ მხარს", - განაცხადა მოურინიომ.
გავიხსენოთ, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშის ჩელსიდან გაშვების შემდეგ რომაბ აბრამოვიჩის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა სწორედ ჟოზე მოურინიოა.
|