ლონდონის ჩელსი შეეცდება ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას, ან პეპ გვარდიოლას მოწვევას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრე-ვილაშ ბოაში გუნდიდან გაუშვეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბში 256 დღე დაჰყო.
ბრიტანული პრესის ცნობით, ბოაში გაწბილებულია აბრამოვიჩის გადაწყვეტილებით, ვინაიდან მას ბოლო წამამდე სჯეროდა ახალი გუნდის აშენების.
The Guardian-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს ჩელსის ხელმძღვანელობა შეეცდება პეპ გვარდიოლას მოწვევას, რომელსაც სწორედ ზაფხულში ეწურება კონტრაქტი ბარსელონასთან.
რაც შეეხება მოურინიოს, ჟოზეს გეგმებში კვლავ შედის ნისლიან ალბიონზე დაბრუნება. პორტუგალიელი სპეციალისტის ჩელსიში დაბრუნება სულაც არ არის გამორიცხული, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო წლებში მან ურთიერთობები გააუმჯობესა აბრამოვიჩთან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სეზონის დასრულებამდე გუნდს ვილაშ-ბოაშის ასისტენტი, რობერტო დი მატეო გაწვრთნის.
|