"ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი ადრიანო გუნდს მომავალ კვირას დაუბრუნდება. ასევე გარდაუვალია აფელაის დაბრუნებაც.
ადრიანო აგრძელებს აღდგენას. სამედიცინო შტაბი არ მიიჩნევს, რომ ტრავმის გამიზეზების საშიშროება არსებობს, თუმცა ბრაზილიელი მცველი სავარაუდოდ მაინც გამოტოვებს მატჩს "ატლეტიკთან". ასეთ შემთხვევაში გურდიოლას საშუალება ექნება აბიდალის გამოთიშვის შემდეგ ჩვეული წყობის გაკეთებისა: გადაწიოს პუიოლი მარცხენა ფლანგზე, ან ითამაშოს სამი მცველით, როგორც ეს "მალიორკასთან" მატჩში მოხდა. ადრიანოს გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ იგი ექიმებისგან თამაშის ნებართვას უკვე ორშაბათს მიიღებს. ეს კარგი ინფორმაციაა იმის ფონზე, რომ სამშაბათს კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩს მასპინძლობს. თავის მხრივ ექიმებისგან მწვანე შუქი აენთება აფელაისაც, "მილანთან" მატჩის შემდეგ.
კარგი სიახლეებია დავიდ ვილიასთან მიმართებაშიც. მოტეხილი წვივის ძვალი უკვე აღდგა და ფეხბურთელმა თავისუფლად სიარული დაიწყო. ვარაუდობენ, რომ იგი ვარჯიშებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ასტურიელის ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაშია.