იტალიის მოქმედი ჩემპიონი "მილანი” მადრიდის "რეალის” ცენტრალური მცველის – პეპეს შეძენით დაინტერესდა. AS-ის ცნობით, იტალიელები 29 წლის პორტუგალიელის ტრანსფერის საკითხს ზაფხულში სერიოზულად განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ, "სამეფო კლუბის” უკანახაზელის სახელი ფრანგულ პსჟ-საც დაუკავშირეს. ცნობისათვის, პეპეს "რეალთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულების ძალით, მისმა მსურველმა კლუბმა მადრიდელებს 25 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.