ლიონელ მესი ჟურნალისტებს ესაუბრა და განუცხადა, რომ ბარსელონაში მთავარი პეპ გუარდიოლაა.
"პეპი ბარსელონაში უფრო მნიშვნელოვანია ფიგურაა, ვიდრე მე," -განუცხადა მესიმ რეპორტიორებს. "იგი მოვიდა და ყველაფერი შეცვალა ჩვენთან. ყველაფერი აქვს მოგებული აქ, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა".
"გვინდა რომ დარჩეს. ეს ყველასთვის კარგი იქნება. ძნელი იქნება ახალი მწვრთნელის მოძებნა და იმის მიღწევა, რაც მასთან ერთად შევძელით. ძნელი იქნება იმის მოგება, რაც მან მოგვაგებინა და ისე გაგრძელება თამაშის, როგორც მან გვასწავლა."
შეგახსენებთ, რომ მესიმ ამ სეზონში უკვე მოახერხა 50 გოლის გატანა ყველა ტურნირზე და ეს ჯერ კიდევ არაფერია. იგი მხოლოდ 24 წლისაა.
"არ ვცდილობ, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო. არც ახლა ვარ საუკეთესო, -დაამატა მესიმ. - უბრალოდ ვცდილობ, რომ კარგად ვითამაშო. უპირველეს ყოვლისა გუნდისთვის ვთამაშობ, შემდეგ ფანებისთვის, ხოლო ბოლოს- ჩემთვის. მიხარია, როცა ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდა. ყოველთვის გუნდზე ვართ ფოკუსირებულნი, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით".
|