შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » მესი ორი რეკორდის ზღვარზე
16:58
მესი ორი რეკორდის ზღვარზე


სანტადერის "რასინგის" კარში გატანილი ორი გოლის ჩათვლით, ლიონელ მესის მიმდინარე სეზონში გატანილი 50 გოლი მოუგროვდა ანგარიშზე. აქედან არგენტინელმა 30 ესპანეთის ჩემპიონატში, 12 ჩემპიონთა ლიგაში, სამი ესპანეთის სუპერთასში, ორ-ორი სამეფო თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში, ხოლო ერთიც ევროპის სუპერთასში გაიტანა. ასეთი სტატისტიკით როსარიოელი ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო "სნაიპერად" ითვლება და უსწრებს კრიშტიანუ რონალდუს, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში გატანილი "მხოლოდ" 40 გოლია.



მეორეს მხრივ "ბარსას" 10-ანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ერთ თვიანი სპეციფიური ვარჯიშებისა და გასულ კვირას ოთხ დღიანი დასვენების შემდეგ, ლიონელმა ექვს შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა: 13 "ბარსას" მაისურით, ხოლო სამიც ეროვნული ნაკრების რიგებში.



გარდა ზემოთ ხსენებულისა, მესი ძალიან ახლოსაა ორი რეკორდის დამხობასთან. პირველ რიგში მას შეუძლია, გახდეს ფეხბურთელი, რომელსაც ერთი სეზონის განმავლობაში "ბარსაში" ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი. დღევანდელი დღის მდგომარეობით რეკორდი 53 გოლს შეადგენს, ლეოს კი მის დასამხობად მხოლოდ 4 გოლი ესაჭიროება. მეორე რეკორდი უფრო მნიშვნელოვანია: მესის შეუძლია, გახდეს გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ჯერ-ჯერობით ლეოს ანგარიშზე 230 გოლია, მოქმედ რეკორდსმენზე, სესარზე მხოლოდ 5 ბურთით ნაკლები. როგორ ფიქრობთ, შესძლებს ლეო ორივე რეკორდის მოხსნას მარტის თვეში?
კატეგორია: barselona | ნანახია: 665 | დაამატა: giorga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz