ლიონელ მესისა და სესკ ფაბრეგასის ურთიერთობა ღრმა ბავშვობიდან იწყება, როცა ისინი "ბარსას" ახალგაზრდულ აკადემიაში ერთად მოღვაწეობდნენ. მათი იმდროინდელი მუშაობა დივიდენდებს ახლა იძლევა. ორივე მათგანმა ჯამში წელს 65 გოლის გატანა მოახერხეს და თან 47 საგოლე პასიც მიიწერეს საკუთარ ანგარიშზე.
გუნდი გოლების თითქმის 50%
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში გატანილი 50 ბურთით, მესი გოლების მეფეა. არგენტინელს ახლა სულ რაღაც ხუთი გოლი ესაჭიროება იმისთვის, რომ კლუბის საუკეთესო ბომბარდირის, სესარის რეკორდი დაამხოს.
კლუბში დაბრუნებიდან თავის პირველ სეზონში სესკმა 15 გოლი გაიტანა, აქედან 9 ლიგაში, 1 ჩემპიონტა ლიგაში, 3 ესპანეთის სამეფო თასში და თითო–თითო ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.
პროვაიდერები
ორივე ფეხბურთელმა გვაჩვენა, რომ გოლების გატანის გარდა, მათ საგოლე პასევბის გაკეთებაც შეუძლიათ. ამ მხრივ ლეო ლიდერობს 21 საგოლე პასით, ხოლო მას სესკი მოსდევს 16–ანი ნიშნულით.
საუკეთესო გადაცემების მაჩვენებელი
"ბარსას" შემტევი ფეხბურთის სტილი დიდადაა დამოკიდებული ზუსტ პასებზე. ამ მხრივ ევროპულ ჩემპიონატებში მესი და ჩავი ლიდერობენ, შესაბამისად 911 და 844 პასით. დანი ალვეში მეცხრე პოზიციაზეა. მას უსწრებენ ვერდუ, არტეტა, მოდრიჩი, რუნი, იბრაჰიმოვიჩი და ოზილი.