ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ ლევერკუზენის წინაარმდეგ თამაშისას მორიგი შოუ მოაწყო. წუხელ არგენტინელმა ფეხბურთელმა ხუთი გოლი გაიტანა, რაც აქამდე ვერავინ შეძლო, კატალონიელებმა კი "ფარმაცევტები” ანგარიშით 7:1 გაანადგურეს. მატჩის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელში მესის შესახებ ისაუბრეს.
"ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო თუ მესი Play Station-ზე თამაშობდა? წარმოუდგენელია! ექვსი გოლი რომ გაეტანა, მატჩის შემდეგ ორ ბურთს წაიღებდა?”, – იკითხა ფალკაომ.
"მესი ეს ფანტასტიკაა. ფიფამ მას მორიგი "ოქროს ბურთი” უნდა გადასცეს”, – აღნიშნა რივალდომ.
"ვერ წარმოვიდგენ, რომ ოდესმე ვინმე მესიზე უკეთ თამაშობდა. პელე, მარადონა, პლატინი? ისინი დიდებული ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა მესი ნამდვილი მონსტრია!”, – განაცხადა ენცო მარესკამ.
"ნოუ კამპის” პრეს-ცენტრში კი მატჩის შემდეგ ლევერკუზენის "ბაიერის” შოკირებულმა მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა შემდეგი რამ განაცხადა: "მესის ასაღწერად სიტყვები არ მყოფნის, ის ფეხბურთელთა უნიკალურ კატეგორიაში გადის. მის გარეშე "ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნებოდა, თუმცა მესისთან ერთად "ბარსა” ფაქტიურად სხვა გალაქტიკის კლუბის შთაბეჭდილებას ტოვებს”.
თავისი მოსაზრება დააფიქსირა კატალონიური კლუბის თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამაც: "ჩვენ ყველანი მესის განსაკუთრებული მატჩის მომსწრენი გავხდით. ეს ნამდვილი საჩუქარია. ოდესმე მას ექვსი გოლის გატანაც მოუნდება. ლეო უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც თანდაყოლილი ტალანტი აქვს
|