"ბარსელონას” არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ მისი მეგობარი და თანამემამულე სერხიო აგუერო მადრიდის "რეალს” მიაშურებს. "მე და სერხიო ნაკრებში კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ვიცი, რა სტილის ფეხბურთელია აგუერო და მგონია, რომ ის ყველაზე კარგად თავს მადრიდის "რეალში” იგრძნობს. "სიტიში” მას ენდობიან მაგრამ მანჩესტერული და მადრიდული კლუბები სხვადასხვა საფეხბურთო ფილოსოფიას მიჰყვებიან. მსურს, ჩემმა მეგობარმა აგუერომ ბედნიერად იგრძნოს თავი”, - განაცხადა მესიმ. შეგახსენებთ, რომ აგუეროს მადრიდში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე იგი მადრიდის "ატლეტიკოს” მთავარი მეგოლე იყო.
|