ლონდონის "ჩელსიდან” ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლის შემდეგ, "არისტოკრატთა” ნახევარმცველმა ხუან მატამ გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. "სამწუხაროა, ყველაფერი ასე რომ მოხდა. ეს ალბათ ჩვენი ბრალიცაა, მაგრამ გუნდს რაღაც აკლდა და ვერავინ ხვდებოდა რა. ვილაშ-ბოაში კარგი სპეციალისტია, იგი დიდ წარმატებებს მიაღწევს. რაც შეეხება გუნდის მდგომარეობას, თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად 2 თვე გვაქვს. ამ დროში ჩვენ უნდა გამოვასწოროთ თამაშის ხარისხი და რა თქმა უნდა, შედეგიც. ჩვენ ეს შეგვიძლია. მზად ვართ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ”, - განაცხადა მატამ. 23 წლის ხუან მატა "ჩელსიში” 2011 წლის ზაფხულიდან გამოდის და ჩატარებულ 30 მატჩში 8 გოლიც გაუტანია.
|