შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 9 » მარიო ბალოტელი: “რა “ბარსელონა”, რომელი “რეალი” - ყველაზე მაგარი ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშია”
17:51
მარიო ბალოტელი: “რა “ბარსელონა”, რომელი “რეალი” - ყველაზე მაგარი ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშია”

მარიო ბალოტელი ჯერ 21 წლისაა, მაგრამ უკვე იქცა ინგლისის პრემიერლიგის ლიდერის, "მანჩესტერ სიტის” მთავარ დამრტყმელ ძალად. ის მუდამ ბოლომდე იბრძვის, მაგრამ ნებისმიერი კლუბის ღირსების დაცვას, საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაში ურჩევნია.
ცოტა ხნის წინ მანჩესტერელთა ფორვარდი შარში გაეხვა და მეტოქის ფეხბურთელის განზრახ დაწიხვლის მცდელობისთვის დიკვალიფიკაციით დაისაჯა, მაგრამ თავად მარიო ამტკიცებს - "დაწოლილს არასდროს ვურტყამო”. პრემიერლიგის სასჯელი სანაკრებო თამაშებზე არ ვრცელდებოდა, მაგრამ ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, "სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ, ის აშშ-სთან გამართულ ამხანაგურ მატჩში არ გამოიძახა.
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ბალოტელის შეხვდა და მას ზემოთნახსენებ საკითხებზე, მის საცოლე რაფაელ ფიკოზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და ოცნებაზე ესაუბრა.
- მარიო, თქვენ მართლა განზრახ დაარტყით 22 იანვარს "ტოტენჰემის” ფეხბურთელ სკოტ პარკერს?
- ეს სიმართლე არაა. შენელებულ კადრში, ვიღაცას ალბათ ასე მოეჩვენოს, მაგრამ ეს ტყუილია. შესაძლოა, მე მას საერთოდაც არ შევხებივარ. ჩემი ქცევა იმ წუთას არც არავის გაუპროტესტებია. მე მწოლიარეებს არ ვურტყამ.
- თუმცა, "მანჩესტერ სიტის” თქვენი დისკვალიფიკაცია არ გაუპროტესტებია.
- მსაჯმა თქვა, რომ არაფერი დაუნახავს, თუმცა, ის იმ ადგილიდან ერთ მეტრში იდგა და წესით ყველაფერი კარგად უნდა გაერჩია. ჩვენ რომ სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება გაგვეპროტესტებინა, მე მომდევნო მატჩს ვითამაშებდი, მაგრამ მერე ხუთმატჩიან დისკვალიფიკაციას გამომიწერდნენ და არა ოთხიანს. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი, თორემ მანჩინიმ ჩემი ნათქვამი დაიჯერა.
- პრანდელიმ, იმის გათვალისწინებით, რომ "მანჩესტერ სიტიმ” თქვენი დისკვალიფიკაცია არ გააპროტესტა, ეთიკური კოდექსით იმოქმედა და ნაკრებში არ დაგიძახათ...
- ძლიერ გული დამწყდა. მე მუდამ ერთს ვამბობ: რა "ბარსელონა”, რომელი "რეალი”? ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება მსიამოვნებს, რადგანაც ჩემს სამშობლოს, იტალიას წარმოვადგენ - ეს განსაკუთრებული, ისეთი შეგრძნებაა... ძალიან ბევრს ვფიქრობ ევროპის ჩემპიონატზე. საწყენია, გენუაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა რომ ვერ მივიღე, მაგრამ ეთიკური კოდექსი ეთიკური კოდექსია და ვერაფერს გავაკეთებ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას შევეგუე, თუმცა, ამ შემთხვევაში მე ის დაუმსახურებლად მიმაჩნია.
- პრანდელი თქვენგან ზარს და ახსნა-განმარტებას ელოდებოდა.
- და მე ხომ ცუდი არაფერი ჩამიდენია და გასასამართლებელიც არაფერი მქონდა. თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ პირველ ნაბიჯს ჩემგან ელოდა, ეს დიდი სიხარულით გავაკეთე და მწვრთნელს სმს-ი გავუგზავნე. მთელი ორი დღე ვცდილობდი მასთან დალაპარაკებას, მაგრამ ეს არ გამოვიდა, სულ დაკავება იყო. მხოლოდ პრანდელის ასისტენტ გაბრიელ პინთან შევძელი დაკავშირება. მე მას სმს-ის საშუალებით ავღწერე სიტუაცია, ვეხვეწებოდი, პირდაპირ ეთქვა რასაც ფიქრობდა, რა გავაკეთე არასწორედ. დავიფიცე, რომ მშვიდად ვიყავი და კარგად ვვარჯიშობდი, მერე მას მადლობაც ვუთხარი იმისათვის, რომ ჩემი მუდამ მჯეროდა, მაგრამ მოსაბოდიშებელი არაფერი მქონდა.
- თანაგუნდელებიდან ვინმე თუ შეგეხმიანათ?
- დიახ, უმრავლესობამ დამირეკა. დე როსიმ და კასანომ მითხრეს, რომ მსგავსი რამ მათაც მოსვლიათ და მომავალში სხვასაც დაემართება. ტელეფონით ხშირად ვსაუბრობ პირლოსთან, პაცინისთან და სხვებთან.
- აშშ-ს ნაკრებთან მარცხმა არ აგაღელვათ?
- არა და ამას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიხვდებით.
- იტალიას გოლი იშვიათად გააქვს. პრანდელი შეტევაში ბალოტელი-როსის წყვილის დაყენებას ფიქრობს, ან ბალოტელის დი ნატალის შეუწყვილებს, თუკი "პეპიტო” აღდგენას ვერ მოასწრებს.
- ნახეთ "სიტიში” როგორ ხდება: ხან ჯეკოსთან ვარ შეწყვილებული, ხან აგუეროსთან და ხანაც სილვიოსთან. სამივე მათგანი განსხვავებული სტილის მოთამაშეა, მაგრამ ყველასთან შევთამაშდი.
- ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?
- ბორინი, რომელთან ერთადაც ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. ის ძლიერი ფეხბურთელია.
- ინგლისში მშვენიერ სეზონს ატარებთ: 14 გოლი 24 მატჩში.
- დაამატეთ ორი ძელი და კიდევ ორი გოლი - ჯამში გამოვა 18.
- ახლა მანჩინი და პრანდელი ელიან, რომ თქვენ სეზონის დასასრულს სტაბილურად ჩაატარებთ და ბევრ გოლებს გაიტანთ.
- მათ კარგად იციან, რომ წელს ის აღარ ვარ, რაც გასულ წელს ვიყავი. ბევრს ვმუშაობ ვარჯიშებზეც კი. მე გავიზარდე და მათ ეს კარგად ესმით.
- მანჩინიმ ერთი რამ გთხოვათ: "მარიო, დაქორწინდი და მოეშვი”. ადრე არაა 21 წლის ასაკში დაქორწინება?
- ჩემთვის ადრე სულაც არაა. როდესაც იმ ადამიანს პოულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ დრო დადგა. რაფაელა საუკეთესოა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ის მე მანიჭებს სიმშვიდეს და გაგებით ეკიდება თუ რამე არასწორად გავაკეთე. იმაზე კი არ ვსაუბრობ, რომ მე მას ვუღალატე და მაპატია, ზოგად სიტუაციებზეა ლაპარაკი. ის ყველაფერს ჩვეულებრივ აკეთებს, მაგრამ თავისი სინაზით ამ ჩვეულებრივს წარმოუდგენლად აქცევს.
- ქორწინებაზე თუ გისაუბრიათ?
- ერთი-ორჯერ ამაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე დავქორწინდებით. როგორც კი მას სამსახური ამის საშუალებას მისცემს, მანჩესტერში ჩამოვა. ის ჩემთან თავს კარგად ვგრძნობ, მე კი, მის გამო სადაც საჭირო იქნება იქ ვითამაშებ.
- როგორ აღიქვა რაფაელა ფიკომ თქვენს მიერ სტრიპ-კლუბში გატარებული ღამე?
- ის რომ წასულიყო დაქალებთან ერთად სტრიპტიზიორი ბიჭების საყურებლად, მაგრად გავბრაზდებოდი. კლუბში განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თუ მართლა გიყვარს შენი ქალი, რაღაცეებზე უარის თქმა შესაძლებელია. ეს იყო ჩემი პირველი შეცდომა, მეორე კი, ის, რომ მე იქ თამაშამდე ორი დღით ადრე წავედი.
- "სიტიმ” ამის გამო 120 ათასი გირვანქით დაგაჯარიმათ.
- ეს ჩემთვის სიახლეა. მანჩინის დაველაპარაკები.
- ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი” "ჩელსისთან” ფავორიტია, ანუ, იტალიელები ინგლისელებზე უკეთესი არიან?
- არა, ინგლისური ფეხბურთი უფრო ლამაზია, რადგან იტალიიდან ბევრი ვარსკვლავი წავიდა. მაგრამ "ნაპოლი” და "მილანი” მშვენიერ თამაშს აჩვენებენ, მათ შემადგენლობაში არაერთი ნამდვილი ვარსკვლავი ყავთ და იმსახურებენ იმ ადგილს, სადაც არიან.
- "მანჩესტერ იუნაიტედი”, ბევრად უფრო გამოცდილი გუნდი, ვიდრე თქვენია, ძალიან ახლოსაა. ხომ არ გეშინიათ?
- ჩვენ მაღალი დონის გუნდი და ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. თუ სეზონის ბოლომდე გუნდად დავრჩებით, "იუნაიტედი” ჩვენს ქვემოთ დარჩება და მისი სულაც არ გვეშინია.
- ჩამოართმევდით ხელს სუარესს, მას შემდეგ, რაც მასსა და ევრას შორის მოხდა?
- დიახ, რადგან ადამიანს ყოველთვის ჩამოვართმევ ხელს, მაგრამ თუ სიმართლეა ის, რასაც წერენ, სუარესს უნდა სცხვენოდეს. თუმცა, სიტუაციაში კარგად გარკვევაა საჭირო.
- ინგლისში გატარებული ორი წლის შემდეგ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ აქაურ სტადიონებზე უფრო კარგი ატმოსფეროა ვიდრე იტალიაში?
- დიახ, რადგანაც აქ სტადიონის შესასვლელებთან მუდამ ვხედავ მოხუცებს და ბავშვებს, იტალიაში კი, არა. და კიდევ - არცერთ ინგლისურ სტადიონზე არასოდეს არ გამიგია რასისტული შეძახილები.
- ინგლისში თუა იბრაჰიმოვიჩზე ძლიერი ფეხბურთელი?
- არა.
- ალეგრისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა რონალდუსა და მესისთან ერთად...
- ჩემთვისაც ასეა. მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადად ვესაუბრები, იბრაჰიმოვიჩს ვეუბნები, რომ მასზე ძლიერი ვარ.
- წარმოიდგინეთ, რომ მოიგეთ პრემიერლიგა და კარგად ითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. წამით მაინც დაფიქრდებოდით "ოქროს ბურთზე”?
- მე უამრავი რამ მაქვს გამოსაწორებელი. "ოქროს ბურთთან” მიმართებაში ძალიან ფრთხილი ვარ. ვიცი, ყველაფერი მაქვს საიმისოდ, რომ ადრე თუ გვიან ის მოვიპოვო, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრე, ბევრი ვიმუშაო და უფრო დავიხვეწო. მომავალ "ოქროს ბურთზე” იბრამ იფიქროს.
- ჩემპიონთა ლიგაზე ვის გულშემატკივრობთ?
- "მილანს” და სწორედ იმიტომ, რომ მსურს ვნახო, თასს როგორ აღმართავს იბრაჰიმოვიჩი. ზლატანს ის ჯერ არ აქვს, არადა, აშკარად იმსახურებს.
- "სკუდეტოს” ვინ მოიგებს?
- ფავორიტი "მილანია”. მე ვუყურე მისი და "იუვენტუსის” შეხვედრას და "მილანი” გამარჯვებას იმსახურებდა. გატანილი გოლებით თუ ვიმსჯელებთ, ანგარიში 2:1 უნდა ყოფილიყო.
- "ინტერის” ჩავარდნამ გაგაოცათ?
- არა, რადგანაც ამ გუნდმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაუშვა.
- რას ფიქრობთ ვილაშ-ბოაშის "ინტერის” მწვრთნელად დანიშნაზე?
- მე მას ვიცნობ და ურთიერთობას ინგლისშიც ვაგრძელებდით. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ, შეუძლია "ინტერის” აღორძინება.
- გაგვაცანით თქვენი ოცნება ხმამაღლა.
- მამაჩემი ფრანკო, მუდამ მეუბნებოდა, რომ როგორც კი საკუთარ თამაშს ვიპოვიდი, ინგლისში ჩამოვიდოდა. ახლა მითხრა, დრო დადგაო და ელოდება კარგი ამინდის გამოსვლას, რადგან უკვე ასაკშია. აი ამას ველოდები და იმ დღეს ვეცდები, გოლი ნებისმიერ ფასად გავიტანო, რომ მერე მასთან მივიდე და ვუთხრა: მამა, ეს გოლი შენ გეძღვნება.

კატეგორია: football | ნანახია: 707 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 10
    სტუმარი: 10
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz