ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მანუ მენეზესი "სანტოსის” ახალგაზრდა ვარსკვლავ ნეიმარს სათამაშოდ ევროპაში წასვლას ურჩევს. მენეზესის აზრით, ნეიმარი ბრაზილიის ჩემპიონატისთვის უკვე გადაზრდილი ვარსკვლავია. "ნეიმარი უდიდესი ნიჭისა და პოტენციალის ფეხბურთელია, ის "სანტოსში” ნამდვილი ვარსკვლავია, თუმცა მაინც მგონია, რომ უკვე დროა, უფრო ძლიერ გუნდში გადავიდეს. ის ბრაზილიის ჩემპიონატისთვის უკვე გადაზრდილია და მეტად განვითარებისთვის ევროპაში თამაში სჭირდება. ვიმედოვნებ, მომავალ სეზონში ნეიმარი ევროპის ტოპ-კლუბში ჩაირიცხება”, - განაცხადა მენეზესმა. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ნეიმარი "სანტოსში” 2009 წლიდან გამოდის, ხოლო დღეს კლუბისა და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნევა.
|