რუსული კლუბი "ანჟი" არგენტინელი ლიონელ მესის და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს შეძენას ეცდება.
"ანჟის" დირექტორის, რობერტო კარლოსის თქმით, მესი და რონალდო შეთავაზებას მაშინ მიიღებენ, როდესაც თავიანთ კლუბებთან - "ბარსელონასა" და "რეალთან" კონტრაქტები დაუსრულდებათ.
რობერტო კარლოსმა ეს განცხადება 13 მარტს რადიოსადგურ Radio Marca-ს ეთერში გააკეთა. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მესის მიიჩნევს, თუმცა ორ ვარსკვლავს შორის არჩევანის გაკეთებისას უპირატესობას ვერცერთს მიანიჭებს.
მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2015/16 წლების სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. კრიშტიანო რონალდომ, რომელიც "რეალში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2009 წელს გადავიდა, კონტრაქტი 2014/15 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
|