"არსენალის” ფრანგი მცველი ლორან კოსელნი, რომელმაც ტრავმის გამო "ასტონ ვილასთან” დაპირისპირება გამოტოვა, ძილში დაშავებულა. სავარაუდოდ, 26 წლის ფეხბურთელს თამაშის წინა ღამეს უხერხულ პოზაში ეძინა, რის შედეგადაც მუხლი დაიზიანა. "არსენალის” მწვრთნელის არსენ ვენგერის თქმით, აქამდე ლორანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. "კოსელნი ვარჯიშზე გახურებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ტრავმა ძალიან აწუხებდა. ამის შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა, რომ ასეთი ტკივილით ვერ ითამაშებდა. ახლა იმის გარკვევაღა დაგვრჩენია, თუ რამდენად სერიოზულად დაშავდა”, - აცხადებს ვენგერი. აქვე გეტყვით, რომ "არსენალმა” "ასტონ ვილა” ლორანის გარეშეც იოლად - 3:0 დაამარცხა.
|