კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ გუნდის ბოლო ვარჯიშზე საკუთარი ძალები მეკარის პოზიციაზე მოსინჯა.
ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე კარლეს პუიოლმა დაწერა და ფოტოც ატვირთა.
როგორც ჩანს, არგენტინელი არც გოლკიპერის პოზიციაზე გამოიყურება ურიგოდ.
"სიტყვები არ მყოფნის. ის აქაც კი ყველაფერს სწორად აკეთებს, ნამდვილი ფენომენია", - დაწერა პუიოლმა.
|