შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » ლამპარდის ბიძა პედოფილი ყოფილა
18:28
ლამპარდის ბიძა პედოფილი ყოფილა

"ჩელსის” ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს რთული პეიოდი უდგას. შეუძლებელია, "ლურჯების” მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშთან ხანგრძლივ კონფლიქტსა და გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნას ფეხბურთელზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა. ყველა ამ სიკეთეს ისიც დაერთო, რომ ბიძამისი - პოლ ლემბი - პედოფილი აღმოჩნდა. პოლი ლამპარდის მამიდის, გვენის მეუღლეა. 36 წლის ლემბმა ინტერნეტით 13 წლის ჯესიკა გაიცნო, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა. თურმე, ლემბი სამართალდამცავი ორგანოების აგენტს ეარშიყებოდა და უწყინარი გოგონას ნაცვლად, მალევე სახლში პოლიციამ მიაკითხა.
პოლი, რომელიც თავის მეუღლეზე 25 წლით უმცროსია, საკუთარ დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ეკონტაქტებოდა. თუმცა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გატყდა და ყველაფერი აღიარა. ლამპარდის ბიძას 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ბავშვებთან მუშაობა 10 წლით აუკრძალეს.
ფეხბურთელის პრესმდივნის თქმით, მომხდარმა ფაქტმა მთელი ოჯახი შეძრა. თავად ფრენკ ლამპარდმა (ვისაც ორი ქალიშვილი ჰყავს) განაცხადა, რომ ნათესავისადმი უდიდესს ანტიპატიას გრძნობს.

კატეგორია: football | ნანახია: 673 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz