მთავარი » 2012»მარტი»13 » კრკიჩი" როცა ვხედავ "ბარსას", გული სიხარულისგან იწყებს ფეთქვას"
14:39
კრკიჩი" როცა ვხედავ "ბარსას", გული სიხარულისგან იწყებს ფეთქვას"
იტალიური "რომას" თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კვლავ ადევნებს თვალს "ბარსელონას" თამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქიდან "რომაში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადაბარგდა. "ბარსაში" კრკიჩს არ ჰქონდა სათანადო სათამაშო დრო.
" არ ვტოვებ არცერთ თამაშს "ბარსას" მონაწილეობით. როცა ვხედავ ამ გუნდს, დიდ ემოციებს განვიცდი. იმ წუთებში ჩემი თვალები ბრწინავენ და გული სიხარულისგან იწყებს ფეთქვას. ძალიან მიყვარს "ბარსას" ფეხბურთელები, ისინი ჩემთვის ძმებივით არიან. მე ხომ მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ასეთ მომენტებში მე ყველასგან განვცალკევდები და საკუთარ თავში ვიკეტები. რასაკვირველია, არ ვტირი, მაგრამ ძალიან დიდ ემოციების მოზღვავებას განვიცდი." - განაცხადა ფეხბურთელმა.