კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი სეიდუ კეიტა, რომელმაც "სპორტინგთან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოლიც გაიტანა, დარწმუნებულია, რომ ხოსეპ გვარდიოლა გაახანგრძლივებს "ლურჯ–ბროწეულისფერებთან" კონტრაქტს და კვლავ დარჩება მათ მწვრთნელად.
"იგი სახლში იმყოფება. მან თქვა, რომ სჭირდება დრო, თუმცა მერწმუნეთ, რომ არსად არ წავა და დარჩება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. პეპს პრაქტიკულად აქ ჰყავს ყველა: ოჯახი, მეგობრები...მეც ნამდვილად დავრჩებოდი ჩემს ქვეყანაში შანსი რომ მქონოდა." –განაცხადა კეიტამ.
გვარდიოლაზე უკვე დაიწყეს ნადირობა ისეთმა დიდმა გუნდებმა, როგორებიც არიან: "ჩელსი", "ინტერი" და კიდევ ბევრი სხვა. ინგლისურ პრესაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეპი შესაძლოა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც ვიხილოთ. ჯერ–ჯერობით ესპანელი სპეციალისტი კვლავ ფიქრობს და არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფეხბურთის გულშემატკივარს ისღა დარჩენია უბრალოდ მოითმინოს და პეპიც თავად იტყვის ყველაფერს.