ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა იტალიური "ნაპოლის” ფორვარდის, ედინსონ კავანის შეძენით დაინტერესდა. საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ოფიციალური საიტის ცნობით, პარიზელები ნეაპოლელებს წინადადებით უახლოეს მომავალშივე მიმართავენ. "სიამოვნებით ვიქნებოდი დიეგო ლუგანოს თანაგუნდელი. ჩვენ შესაძლო ტრანსფერზე უკვე ვისაუბრეთ. ჯერჯერობით, ფიქრის პროცესში ვარ”, - განაცხადა 25 წლის ურუგვაელმა. აღსანიშნავია, რომ თავად თავდამსხმელის აგენტი კლაუდიო ანელუჩი თავისი კლიენტის საფრანგეთში შესაძლო გადაბარგებას არასერიოზულად მიიჩნევს: "კავანი პსჟ-ში? მოდით, სერიოზულები ვიყოთ. ამ ეტაპზე, ეს ტრანსფერი გამორიცხულია. ფეხბურთელის მსურველი კლუბებისგან ოფიციალური შემოთავაზებები საერთოდ არ მიგვიღია”. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელისადმი ინტერესს ინგლისური "მანჩესტერ სიტიც" იჩენს.
|