როგორც Marca იტყობინება, მადრიდის "რეალის" მცველი რიკარდო კარვალიო განიხილავს გუნდიდან წასვლის ვარიანტს სეზონის დასრულებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში ჟოზე მოურინიომ გააჟღერა, რომ კლუბი აპირებდა ფეხბურთელთან კონტრაქტის 2013 წლამდე გახანგრძლივებას, მაგრამ ჯერჯერობით დაპირება არ შეუსრულებიათ.
ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარვალიო და "სამეფო კლუბი" ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან ახალი ხელშეკრულების თაობაზე. კლუბი მხოლოდ ერთი სეზონით აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაშინ როდესაც კარვალიო მზადაა მხოლოდ იმ გარიგებას მოაწეროს ხელი, რომელიც ორ სეზონზე იქნება გათვალისწინებული. თუ პორტუგალიელმა ვერ მოახერხა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, იგი ზაფხულშივე დატოვებს გუნდს.
|