იტალიის ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საფეხბურთო აგენტი ანტონიო კალიენდო დარწმუნებულია, რომ ფერნანდო ტორესი იდეალურად მოერგება ტურინის იუვენტუსს.
როგორც გაირკვა, "ბიანკონერი" სრული სერიოზულობით ეკიდება ესპანელის ტრანსფერს და მალე ოფიციალური წინადადებითაც აპირებს რომ მიმართოს ლონდონის ჩელსის.
კალიენდო უწონებს იუვეს ამ გადაწყვეტილებას და ტორესის დაყოლიებასაც ცდილობს:
"ბოლო 2 სეზონის მანძილზე იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა საუკეთესოა იტალიაში. ტურინელები იმატებენ მხოლოდ იმას, ვინც რეალურად გამოადგება გუნდს."
"ტორესს რაც შეეხება, ვთვლი, რომ ესპანელის ტრანსფერი კიდევ ერთი კარგი გარიგება იქნება, რომელსაც ბიანკონერი შემოგვთავაზებს."
"ბევრს მიაჩნია, რომ ტორესი ვეღარ დაიბრუნებს ძველ ფორმას, მაგრამ მე ესე არ მგონია. მას უბრალოდ შესაფერისი გარემო სჭირდება, რათა კვლავ ათამაშასდეს. ჩელსიში კი არ არის მისი ადგილი, რადგანაც ლონდონელთა ამბიციები არ შეესაბამება ტორესის მიზნებს."
"ელ ნინიოს სჭირდება ისეთი გუნდი, სადაც იგი ზეწოლისგან იქნება განთავისუფლებული, ესეთი კლუბი კი იუვეა. ტორესს რთული პერიოდი უდგას და ბომბარდირობას მას ვერ მოვთხოვთ, უბრალოდ უნდა დავეხმაროთ მას გახსნაში და როდესაც ეს მოხდება მე დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელის სახელს კვლავ დაუკავშირდება უამრავი გოლი და ტიტული."–განაცხადა კალიენდომ
|