იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის იუვენტუსი მიმდინარე წლის ზაფხულში აპირებს შეთავაზება გაუკეთოს ლონდონის ჩელსის, ფერნანდო ტორესის თაობაზე.
იუვენტუსის გულშემატკივრები დიდი ხანია ოცნებობენ კარგ თავდამსხმელზე, რომელიც გუნდის შეტევით პოტენციალს კიდე უფრო გააძლიერებს. ედინ ჯეკო, სერხიო აგუერო, გონსალო იგუაინი. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა შეძენითაც დაინტერესებული იყო ბებერი ქალბატონი, მაგრამ როგორც ჩანს ეს მხოლოდ ჭორის დონეზე იყო.
კლუბის გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა აპირებს ამა წლის ზფხულში ტორესი იუვენტუსში ერთი წლით, იჯარის წესით გადმოიყვანოს,რადგან იუვენტუსში თავდამსხმელის პრობლემა ნამდვილად დგას.
|