მთავარი » 2012»მარტი»11 » იცოდეს ყველამ: ჩვენ მოვიგებთ კიდევ, რადგან საუკეთესოები ვართ''
11:56
იცოდეს ყველამ: ჩვენ მოვიგებთ კიდევ, რადგან საუკეთესოები ვართ''
პეპ გვარდიოლამ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ''ბარსელონას'' ამ ოთხი წლის წარმატება პასუხისმგებლობაზე და დიდ შრომის მოყვარეობაზე არის დამოკიდებული. ასევე ''ბარსას'' თავკაცმა კომენტარი გააკეთა ''რეალის'' 10 ქულიან უპირატესობაზე.
''16 ტიტულიდან 13-ს მოპოვება შევძელით. ეს ყველა ტიტული მოთამაშეებს ეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები.
ასევე გვარდიოლა შეეხო ''ბარსას'' ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას:''გოდალმა, ასევე როსელმაც და ფლორენტინომაც იცის, რომ ჩვენ მოვიგეთ იმიტომ, რომ შევასრულეთ სამუშაო ძალიან რთულად. ეს არის ძალიან ცუდი ფეხბურთისთვის, თუ დამსახურება არ მივიდა ლეომდე და რონალდომდე. თუ, მადრიდელები არიან 10 ქულით წინ, მათ ეს დაიმსახურეს და ჩვენზე კარგად თამაშობენ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვიტყვით, რომ შესაძლოა ლიგა ვერ მოვიგოთ. ''რეალი'' ძალიან რთული მეტოქეა.
პასუხი მოურინიოს
პეპ გვარდიოლამ, ჟოზ მოურინიოს მკაფიო პასუხი გასცა:''თუ, მე მას სხვაგვარად ვექცეოდი, მე ახლა ეს გზა უნდა შევცვალო. აქ სიტყვები და სურათები არაფერს შუაშია. ამის დამამტკიცებელი პრეს-კონფერენციებიც არსებობს. ჩემი მიზანი არ არის, კლუბში ცუდი სიტუაცია შევქმნა. პირიქით მსურს გუნდის შიგნით არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყოს''.
რეფერებზე დასმულ შეკითხვაზე, მან უპასუხა: ''თუ, ესაა გამოსავალი ამ სიტუაციიდან ესე იყოს. მსაჯობა ესპანეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს.''ბარსას'' და ასევე ყველა გუნდს აქვს ვალდებულება, ქონდეს კარგი ურთიერთობა ფედერაციასთან. მე პირადად მომწონს ეს იდეა და თანახმა ვარ, რომ რეფერები ფედერაციას დაემორჩილონ.
''რასინგთან'' მატჩს ახალბედა რეფერი განსჯის
როგორც, ჩვენთივს გახდა ცნობილი ''რასინგთან'' მატჩს ახალბედა რეფერი, ალვარო განსჯის. ''მასზე ჩვენ ცოტა ინფორმაცია გვაქ. ის ჯერ ახალბედაა. იმედია თამაშს კარგად განსჯის. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც გამარჯვებაა ამ მატჩში''. - დაასრულა პეპ გვარდიოლამ.