იტალიური "მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა "რეალში” გადავიდეს. იტალიური Corriere dello Sport-ი ირწმუნება, რომ ლონდონის "არსენალთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩის (0:3) წაგების შემდეგ, შვედმა მილანელთა მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის ზოგიერთი გადაწყვეტილება გააკრიტიკა. კერძოდ, ფორვარდი ალეგრის მიერ მისთვის მოედანზე მიჩენილი პოზიციით უკმაყოფილო დარჩა. გამოცემის ცნობით, იბრაჰიმოვიჩმა ასეთი ნაბიჯი სწორედ კლუბის შეცვლის სურვილიდან გამომდინარე გადადგა. სხვათა შორის, გარკვეული ხნის წინ, იბრაჰიმოვიჩის "რეალში” გადასვლის სურვილზე კიდევ ერთი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყებოდა. მისი ინფორმაციით, თუ ჟოზე მოურინიო "რეალში” მუშაობას გააგრძელებს, შვედის მადრიდულ კლუბში გადასვლა გაცილებით რეალურია.
|