შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 6 » ირინა შეიკმა კრიშტიანო რონალდოს დედასთან იჩხუბა
20:36
ირინა შეიკმა კრიშტიანო რონალდოს დედასთან იჩხუბა

პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს დედამ დოლორეს ავეირომ და საცოლემ, რუსმა ფოტომოდელმა, ირინა შეიკმა იჩხუბეს.

ამ დღეებში მადრიდში გამართულ საფეხბურთო მატჩზე, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ესპანიოლი" უპირისპირდებოდნენ, სარძლომ ტრიბუნაზე სადედამთილოს გვერდით დაჯდომაზე უარი განაცხადა.

ორივე რონალდოს გულშემატკივრობდა, თუმცა მათ ერთმანეთისგან შვიდი ადგილი აშორებდათ. შეიკი რონალდოს ვაჟს - 2 წლის კრიშტიანო უმცროსს ართობდა. ბავშვი კი დროდადრო საყვარელი ბებიისკენაც იწევდა.

თავის მხრივ, დოლორესი იმან გააღიზიანა, რომ შვილიშვილს რონალდოს საცოლე არ ეთმობოდა - მთელი მატჩის განმავლობაში მას ერთხელაც არ გაუღიმია.

თავად რონალდოს მის საყვარელ ქალებს შორის დაძაბულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ფეხბურთელმა მომავალი მეუღლე მშობლებს 2011 წლის გაზაფხულზე, ოჯახურ ვახშამზე გააცნო. სარძლოს ქცევამ კათოლიკე მასპინძლები გაანაწყენა. ირინა ძალიან თამამად იქცეოდა. შეიკისა და როლანდოს საჯარო ვნებიანმა კოცნამ კი ირინას მომავალი ნათესავები შოკში ჩააგდო. თუმცა მათ გული მოულბათ, როდესაც დაინახეს, თუ როგორ თბილად ეპყრობოდა და ეფერებოდა რონალდოს ვაჟს მომავალი სარძლო.

ირინა შეიკი და კრიშტიანო რონალდო ერთმანეთს 2010 წლის აპრილიდან ხვდებიან. წყვილი მომავალ წელს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მადეირაზე დაქორწინებას აპირებს.

კატეგორია: real madrid | ნანახია: 658 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz