დღეს ანდრეს ინიესტამ ხელი მოაწერა და კლუბის მუზეუმს გადასცა ის ბუცები, რომელიც მას სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა.
მას შემდეგ, რაც მიიღო "ბარსას" მოთამაშის ჯილდო, ანდრეს ინიესტამ ხელი მოაწერა იმ ბუცებს, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა. ბუცები "ბარსას" მუზეუმში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეინახება.
ავტოგრაფი და შეწირულობა
დღეს ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც თან ახლდა თავისი მამა და "ბარსას" მუზეუმის დირექტორი, ხორდი პენა, ხელი მოაწერა და გადასცა კლუბის მუზეუმს ცნობილი ბუცები. პატარა ცერემონია შეუმჩნეველი არ დარჩენილა კლუბის მუზეუმის დამთვალიერებელთათვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ბუცებია, რომლითაც ანდრესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2010 წლის 11 ივლისს, ჰოლანდიის ნაკრების კარში