ანდრეს ინიესტა რთული შეხვედრების სპეციალისტია. შესუსტებული შემადგენლობით მყოფ ”ბარსელონას” ხიხონის ”სპორტინგთან” დაძაბული შეხვედრის გამართვა მოუწია, თუმცა გუნდს დახმარება იმ ფეხბურთელისგან მიუვიდა, რომლის იმედიც მუდამ უნდა გვქონდეს.
ვის არ ახსოვს ანდრეს ინიესტას შესანიშნავი გოლი ”ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში? ვინ დაივიწყებდა ანდრესის გოლს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს ისტორიაში პირველი გამარჯვება მოუტანა მუნდიალზე. ის რთული დავალებების სპეციალისტია და მაშინ, როცა გუნდს ბიძგი სჭირდება ის ასრულებს ამ მისიას, როგორც ეს ”სპორტინგთან” შეხვედრაში მოხდა.
”ბარსელონას”, რომელსაც აკლდა ბუსკეტსი, აბიდალი და მესი გაუჭირდა მეტოქის კარის დალაშქვრა. ინიესტამ გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა ცოტა ხანში მოედანი ხერარდ პიკეს დაატოვებენის, ერთ წუთში კი ანგარიში გათანაბრდა. უმცირესობაში მყოფ ”ბარსას” მეტოქის დაცვის გარღვევა სჭირდებოდა. ანდრესმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ალექსისი, ტელიო და კუენკა, თუმცა მათ ვერ გამოიყენეს მომენტები. საბოლოოდ კი ანდრესმა ზუსტი გადაცემა ჩავის გაუკეთა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში ინიესტამ მე-5 გოლი გაიტანა ”ბარსაში”. ის მეორე ადგილს იკავებს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც რამდენიმე ათეული მატჩია არ მარცხდებიან. ”ბარსელონას” ფეხბურთელი პრიმერაში უკვე 48 შეხვედრაში დაუმარცხებელია. მას უსწრებს მხოლოდ ემილიო ბუტრაგენიო (50), უკან კი ჩენდო (47) და დავიდი ვილია (44) იმყოფება.