კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, კომენტარი გააკეთა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი სანტანდერის "რასინგს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა ასევე ისაუბრა მადრიდის "რეალის" 10 ქულიან უპირატესობაზე და თქვა, რომ "ბარსას" ძალუძს ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრა.
"ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. "ბარსა" მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს, რაც ასეთ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე ცოტა არ იყოს და რთულია. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ 3 ქულით "რეალთან" სხვაობა შევინარჩუნეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო დავეწევით მადრიდელებს. თითოეული ჩვენთაგანი ახლა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რაც ძალიან კარგია, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის." –განაცხადა ინიესტამ.