58:0 – ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, ამ არანორმალური ანგარიშით დასრულდა ინგლისის სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთი მატჩი. "უილ პაუერმა” საშინელ დღეში ჩააგდო "ნოვა-2010”. ეს უნიკალური ანგარიშია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და აბსოლუტური რეკორდიც დამყარდა. ეს არ იყო ეზოს ფეხბურთი. მატჩი ჩემპიონატის რანგში გაიმართა და საინტერესოა, რომ "ნოვა-2010” თავიდან 5 კაცით თამაშობდა, თუმცა ოთხნი მოგვიანებით ჩაერთვნენ. შესვენებისთვის ანგარიში 20:0 იყო, მეორე ტაიმში კი 38 ბურთი დაამატეს. 50-მდე რომ ავიდნენ, "ნოვა-2010”-ის "ფეხბურთელებმა” (აბა, ბრჭყალები როგორ არ გამოვიყენოთ) არბიტრს სთხოვეს, მატჩი დაამთავრეო, თუმცა უარი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ "უილ პაუერიც” არ თამაშობდა 11 კაცით. ათნი იყვნენ. გამარჯვებულთაგან განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა, რობი და სტიუარტ ბეიკერებმა _ "სულ რაღაც” 28-28 გოლი გაიტანეს.
|