იტალიური "მილანის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩში, მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ ლიონელ მესის შეჩერებაზე არ უნდა იფიქრონ. "ბარსელონა” ძლიერი მხოლოდ მესის გამო არაა, ისევე, როგორც "მილანი” არაა მარტო იბრაჰიმოვიჩი. ამჟამად, "ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ამ მხრივ, ჩვენ საქმე მარტივად გვაქვს – ასეთი სტატუსი არ გაგვაჩნია და შესაბამისად, დასაკარგიც არაფერია” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Corriere dello Sport-ი. შეგახსენებთ, რომ "მილანსა” და "ბარსელონას” შორის მატჩი 28 მარტს, იტალიაში გაიმართება.
|