"პორტოს" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჰალკის განცხადებით ფეხბურთში მისი კუმირი, ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდოა. ეს 25 წლის ფეხბურთელმა Goal.com-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"რონალდო ყოველთვის იყო ჩემი კერპი, მე აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით. ყოველთვის მსურდა მეთამაშა მისნაირად". - აცხადებს "პორტოს" ბრაზილიელი ლიდერი.
ჰალკს ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს, რომ დაესახელებინა ის ნაკრებები, რომლებსაც იგი მიიჩნევს ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად. "ძნელია გამოარჩიო საუკეთესო ესპანეთსა, გერმანიასა და ინგლის შორის, თუმცა მე სამივე ძალიან მიყვარს". - დაასრულა ჰალკმა.
|