"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუშინ გრანადასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლიონელ მესის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამრიგად სეზარ როდრიგესის რეკორდი დაამხო.
როდესაც თამაშის დასრულების შემდეგ გუარდიოლას შეეკითხნენ იმის შესახებ, თუ იმსახურებდა მესი 24 წლის ასაკში ფეხბურთის მაიკლ ჯორდანად შერაცხვას, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ალბათ, კი. მათნაირად დომინირებულნი სპორტის ისტორიაში ძალზედ ცოტაა.
"მესი საუკეთესოა და ის ამას ყოველ სამ დღეში ამტკიცებს. ვწუხვარ დანარჩენების მიმართ, მაგრამ ეს ბიჭი ყველასგან განსხვავებულია.
ვხუწვარ მათ გამოც, რომლებიც ცდილობენ მესის გაეჯიბრონ. ეს შეუძლებელია, ის უბრალოდ საუკეთესოა,"-აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
მესის გუშინდელი ჰეთ-თრიკი იმას ნიშნავს, რომ მას უკვე ამ სეზონში 54 გოლი დაუგროვდა 45 შეხვედრაში ყველა ტურნირის მასშტაბით.
|