გუშინ "ვისენტე კალდერონზე" მადრიდის ატლეტიკომ კატალონიის ბარსელონას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში პირველი გოლი დანიელ ალვეშმა ცესკ ფაბრეგასის ჩაწოდების შემდეგ 36-ე წუთზე გაიტანა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მადრიდელებმა, კერძოდ კი რადამელ ფალკაომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მატჩს საბოლოო წერტილი ლიონელ მესიმ 81-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით დაუსვა.
შეხვედრის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი წელს ვერ მოიგებს ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ჯილდოს.
"ლა ლიგის მოგებისთვის უკანასკნელ ტურამდე ვიბრძოლებთ, თუმცა არამგონია, რომ ამ ტურნირის მოგება შევძლოთ." - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
"გუშინ ატლეტიკოსთან რთული მატჩი იყო და ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება. მადრიდელების დამარცხება რთულია ყოვეთვის."
"ვისენტე კალდერონზე ბალახის საფარი ნამდვილად არ ვარგა. ჩემს ფეხბურთელებს ამანაც შეუშალა ხელი, თუმცა საბოლოოდ მათ ყველაფერი კარგად გააკეთეს. ასევე მინდა ავღნიშნო ვიქტორ ვალდესის თამაში. ესპანელმა გუშინ ჩინებულად ითამაშა და ყველას დაანახა თავისი კლასი."
"კლუბში ლიდერი ის არის, ვინც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს გუნდის სასიკეთოთ მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. მესი უკვე 4 წელია ამას აკეთებს ბარსელონაში."
|