კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მან გუშინ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოაწერა ხელი.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც გუარდიოლას აგენტიც ესწრებოდა, პეპმა განაცხადა, რომ ეს იყო "უბრალო შეხვედრა - ისეთივე, როგორიც ადრე მომხდარა."
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კლუბი არ აჩქარებს გუარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.
|