გერმანული ფეხბურთის კავშირმა (DFB) "ჰამბურგის” ფორვარდ ხოსე პაოლო გერეროს 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. 28 წლის პერუელმა "შტუტგარტთან” გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:4) მეკარე სვენ ულრაიხს გამეტებით ეუხეშა და მსაჯმაც თავდამსმხელს მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა. "ამგვარი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ. რა თქმა უნდა, ამ უხეშობისთვის მსაჯს გერერო არ უნდა დაენდო, მაგრამ თუკი ამ დარღვევას სხვა ჯარიმებს შევადარებთ, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტია”, - განუცხადა "ჰამბურგის” სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ანესენმა Eurosport-ს. აღსანიშნავია, რომ ჰამბურგელები გერმანული ფეხბურთის კავშირის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავენ. თუკი პერუელს სასჯელი არ შეუმცირდება, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, მხოლოდ დასკვნით ორ ტურში შეძლებს მინდორზე გასვლას.