მილანის "ინტერი” ბილბაოს "ატლეტიკის” თავკაც მარსელო ბიელსას კონტრაქტზე შეუთანხმდა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი "ნერაძურის” ახალი სეზონიდან ჩაუდგება სათავეში. ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომლის ძალითაც, მილანელებმა ბასკი ფეხბურთელები – ანდერ იტურასპე და ოსკარ დე მარკოსი უნდა გადაიბირონ. გარდა ამისა, შესაძლოა, "ინტერის” რიგებში იკერ მუნიაინი და მარკელ სუსაეტაც გამოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ ბიელსას სახელს "ინტერს” ზაფხულშიც უკავშირებდნენ, თუმცა, მაშინ მოლაპარაკება არ შედგა.
|