"ეკიპის" ინფორმაციით, "ბარსელონას" ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლს ორშაბათს გადაუნერგავენ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელს დონორის საშოვნელად 4-თვიან რიგში დგომა არ მოუწია, რადგან მისმა ბავშვობის მეგობარმა გადაწყვიტა დონორობა.
ექიმები შიშობენ, რომ ოპერაციის შემდეგ აბიდალი ვეღარ შეძლებს შარშანდელი გმირობის ჩადენას და სპორტში დაბრუნებას. თუმცა არის ერთი "დეტალი" - ამ ფეხბურთელმა მართლაც ენითაუწერელი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.
ახლაც, როცა ოპერაცია კარს მოადგა, აბიდალი "ბარსელონასთან" ერთად ჩვეულებრივად ვარჯიშობს!
ასე რომ, ექიმების ადგილას კატეგორიულები ვერ ვიქნებოდით, როცა საქმე აბიდალს შეეხება.
|