კატალონიური რადიოს ONA FM -ის ცნობით მთავარი არბიტრი, რომელიც მსაჯობდა მატჩს "ბარსელონასა" და "სპორტინგს" შორის და რომელმაც გააძევა პიკე მოედნიდან, ჯერ კიდევ გაგდების მომენტამდე ემუქრებოდა "ბარსელონას" მცველს.
მსაჯის გადაწყვეტილების პოლემიკა, შემდეგ კი მსაჯების კომიტეტის სარჩელი ფედერაციაში შესაძლოა "დიდი დაპირისპირების" საწინდარი გახდეს.
ბოლო ფაქტები გაჟღერდა ზემოთ ხსენებული რადიოს ეთერში, რომლებმაც "ამოიღეს" მატჩის არბიტრის ვალასკოს სიტყვები, სადაც ის გაგდებამდე გაცილებით ადრე ეუბნებოდა პიკეს, რომ დაატოვებინებდა მოედანს:
"ენა ჩაიგდე, თორემ გაგაძევებ მოედნიდან" - ესე გამოთქვა მუქარა არბიტრმა ესპანელის მიმათ, რომელმაც შესჩივლა მას კეიტასთან დაკავშირებულ ჯარიმაზე, როდესაც კატალონიელებს არ დაუნიშნეს 11 მეტრიანი.
ეს ფაქტი მოხდა პირველი ტაიმის დასასრულს. რეფერი ვალასკო "ბარსას" წარმომადგენელთან კარლეს ნავალასთან ერთად გადიოდა შესვენებაზე, ხოლო რამოდენიმე ფეხბურთელმა, პიკეს ჩათვლით, შეახსენეს დაუნიშნავ პენალტზე.
მსაჯის სიტყვებს მოწმობს ასევე პიკეს რეაქცია, როდესაც დაინახა წითელი ბარათი. მცველი ჯერ შეეპასუხა რეფერს, შემდეგ კი დაიყვირა: "მან ეს უკვე მითხრა"
|