შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » ექიმი: ”აბიდალი ”ბარსაში” კვლავ ითამაშებს”
14:47
ექიმი: ”აბიდალი ”ბარსაში” კვლავ ითამაშებს”
ბევრი საუბრობს, რომ ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ერიკ აბიდალის საფეხბურთო კარიერა დასრულდება. ფეხბურთელის ექიმი, ჟან-დანიელ ჩიჩე კი ამბობს, რომ ერიკი კვლავ ითამაშებს ”ბარსელონას” მაისურით.

”აბიდალი მზადაა ბრძოლისთვის. მისი მიზანი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებაა” - განაცხადა ექიმმა.

ერიკ აბიდალი, რომელსაც 1 წლის წინ ღვიძლზე სიმსივნე მოაშორეს უახლოეს დღეებში კვლავ საოპერაციოა. მოვლენების ასეთ განვითარებას ექიმები შარშანაც არ გამორიცხავდნენ. ექიმს შეეკითხნენ, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას.

”თუკი ამ ტურნირის შესახებ ვილაპარაკებთ, მაშინ შანსები მინიმალურია. ახლა ყველაზე მთავარი ერიკის ჯამრთელობაა”.

დაბრუნების დრო

ოპერაციის ჩატარების შემდეგ აბიდალს საავადმყოფოში 20 დღით მოუწევს დარჩენა. ნორმალურ აქტიურ ცხოვრებას კი ფრანგი ფეხბურთელი დაახლოებით 3 თვეში დაუბრუნდება.
კატეგორია: barselona | ნანახია: 691 | დაამატა: giorga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz